სასწავლო პროექტი


პროექტის სახელწოდება: როგორ მივიღოთ ბამბა?




პროექტის მთავარი იდეა: მცენარე ბამბის თესვა და ზრდა. მისი გამოყენება საყოფაცხოვრებო პირობებში.

პროექტის აქტუალობა/მნიშვნელობა: გამოიყენება სამედიცინო მომსახურეობაში. მისგან ართავენ ძაფს. ქსოვენ სხვადასხვა ბამბეულს და ჩითს.

პროექტის მიზნები: მოსწავლეებში პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება. აღნიშნული თემის მიმოხილვა. ისტ–ის გამოყენებით და ელექტრონული პრეზენტაციის მოწყობა.




მოსწავლეთა ასაკი: 9-10 წელი.

ვადები/ხანგრძლივობა: 5 დღე.

მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებმა შეიძინონ ურთიერთ თანამშრომლობითი უნარ–ჩვევები. ჩამოუყალიბდეთ მზრუნველობითი დამოკიდებულება სასარგებლო მცენარეების მიმართ.

საჭირო რესურსები: რვეული, საწერკალამი, დიდი ფორმატის ქაღალდი, ფლომასტერები, მარკერი, ენციკლოპედია, კომპიუტერი, ელექტრონული პრეზენტაცია, ფოტოაპარატი.

პროექტის მსვლელობა:
1 დღე  აქტივობა –1. ბავშვებთან ერთად ვირჩევთ პროექტის თემას.
აქტივობა –2. ვყოფ კლასს ორ ჯგუფად და ვუნაწილებ დავალებას. 1 ჯგუფს დაევალა, წიგნებიდან და ენციკლობედიიდან ამოიწერონ საჭირო ინფორმაცია ბამბის შესახებ
1)    როგორ გამოყავენ  ბამბა.
2)    როგორ ადგილებში იზრდება ბამბა.
3)    თესდნენ თუ არა საქართველოში ბამბას და რომელ კუთხეში. რომელ ქვეყნებში მოყავენ ბამბა. რისთვის გამოიყენება ბამბის პროდუქტი.
2 ჯგუფს დაევალა, ინტერნეტიდან  ამოიღ საჭირო ფოტო მასალა, რაც ელექტრონული პრეზენტაციისათვის დაგვჭირდება.
2 დღე . აქტივობა –3. ჯგუფი კლასის წინაშე წარადგენს შეგროვებულ  ინფორმაციას, ფოტო მასალებს
აქტივობა –4. მოსწავლეები დაახარისხებენ წარმოდგენილ ინფორმაციებს და შეარჩევენ საჭირო  მასალებს.
3 დღე _ აქტივობა –5. წინასწარ არჩევენ ბავშვები ადგილს თუ სად მოაწყონ გამოფენა .



აქტივობა –6 . აღნიშნულ თემაზე  ელექტრონულ პრეზენტაციის მოწყობა.  
4 დღე . აქტივობა –7.ბავშვები ხატავენ მცენარე ბამბას.
ბამბის ქსოვილზე ქარგავენ ამზადებენ ხელსახოცს და მაგიდის გადასაფარებელზე ქარბავენ სხვადასხვა ფერის ბამბის ძაფით.
5 დღე . აქტივობა –8. შთაბეჭდილებების გაზიარება .გამოფენის მოწყობა.




საგნებთან/საბნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: 
ბუნებისმცოდნეობა, ხელოვნება, ქართული.


მოსწავლეს შეუძლია ჯგუფში უსაფრთხო  ქცევის წესების  დაცვა. 
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე 

  • იცავს უსაფრთხო წესებს.
  • მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტის დამოუკიდებლად შექნნა და აზრის გასაგებად ჩამოყალიბება.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე 

  • ქმნის სხვადასხვა ჟანრის მცირე ზომის ტექსტს (ზღაპარს ან მოთხრობას).

პროექტის ხელმძღვანელი – ნინო გუჯაბიძე.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: ngujabidze9@gmail.com